გაკვეთილის მთავარი თემა
|
ღერძული სიმეტრია
|
სწავლების საფეხური
|
მეშვიდე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
13 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
|
ამ საკითხის შესწავლა გეომეტრიული გარდაქმნების უკეთ შესწავლის საწინდარია დაეხმარება მოსწავლეებს გამოიყენონ წინარე ცოდნა-საკოორდინატო სიბრტყე დაკოორდინატები
|
ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმეტრიის როლის გააზრება. ღერძული სიმეტრიის თვისებების ,გეომეტრიული ფიგურების თვისებების შესწავლაში მათი მნიშვნელობის გააზრება.
| |
წინასწარი ცოდნა
|
იციან თუ რა არის სიმეტრია. შეუძლიათ მოძებნონ სიმეტრიის ღერძი მასალებში რომელსაც ბუნება გვაწოდებს -ფოთლები ყვავილები.შენობებში ასახელებენ სიმეტრიულ ფიგურებს
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ სავარჯიშოების ,ტესტების,დამოუკიდებელი სამუშაოს საშუალებით. მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო -გ.გოგიშვილი...შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს .დამჭირდება სლაიდი პროექტორი,კომპიუტერი, ცარცი,დაფა.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები 2წთ,
A ფაზა 15 წთ
მოსწავლეებს ვავალებ გაიხსენონ რა იციან სიმეტრიის შესახებ დაასახელონ სიმეტრიული ფიგურები რომელსაც ბუნება გვაწოდებს კომპიუტერით მიწოდებული ფიგურებიდან დაასახელონ სიმეტრიული ფიგურები.
B ფაზა/შინაარსის რეალიზება 22წთ
ვაჩვენებ პრეზენტაციას ღერძულ სიმეტრიაზე. პარალელურად მოსწავლეები ფორმატზე მოცემულ დიაგრამაზე განათავსებენ ფერად ფურცლებზე დაწერილ წერტილებს თავისი კოორდინატებით
აქტივობა 1 ამოვაცნობინებ მოსწავლეებს მოცემულ წერტილების სიმეტრიულ წერტილებს საკოორდინატო ღერძების მიმართ ,შეამჩნევენ კანონზომიერებას -თუ წერტილის კოორდინატია /2;3/მაშინ მისი სიმეტრიული წერტილი აბცისათა ღერძის მიმართ იქნება /2;-3/ ხოლო ორდინატათა ღერძის მიმართ /-2;3/
აქტივობა 2
ამოიცნობენ ფურცლებზე მოცემულ ღერძულად სიმეტრიულ ფიგურებს ,ასახელებენ მათ სიმეტრიის ღერძების რაოდენობას.ავსებენ ცხრილს ,სადაც ახდენენ იმ ფიგურების კლასიფიცირებას, რომელთაც აქვთ 1,2 ან მეტი სიმეტრიის ღერძი
აქტივობა მე-3ავსებენ ასოციაციურ რუკას ,თუ რა გამუყენება აქვს სიმეტრიას . აქტივობა მე-4 ავსებენ ფიგურის ფრაგმენტს პირველი ვარიანტი-იმის გათვალისწინებით ,რომ ფიგურა სიმეტრიულია აბცისათა ღერძის მიმართ ,ხოლო მეორე ვარიანტი ორდინატათა ღერძის მიმართ.წყვილები ამოწმებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და აბარებენ მასწავლებელს
C ფაზა./გამთლიანება/-6წთ
მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას.აკეთებს დასკვნებს ,აწყობს დეფრიბინგს რა ვისწავლეთ.რაში გამოგვადგება მასალა .
ვაფასებ მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის მიხედვით
|
Thursday, June 9, 2016
ღერძული სიმეტრია
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment